ვიდეო

რა უჯდება მოქალაქეს სახელმწიფოს შენახვა?

გადაცემა "საქმე", 02 ოქტომბერი, 2013

საქართველოს გადამხდელებისთვის, პრაქტიკულად, უცნობია, მათ მიერ გადახდილი გადასახადებიდან რა თანხა მიდის სახელმწიფო ბიუჯეტში და შემდეგ როგორ იხარჯება. საზოგადოება არ არის ინფორმირებული კონკრეტულად მის მიერ სახელმწიფოს არსებობისთვის გაწეული რეალური დანახარჯის შესახებ, ანუ მის მიერ გაღებული ე.წ. სახელმწიფოს ფასის შესახებ. საზოგადოების ცალკეული წევრი, მოითხოვს რა ამა თუ იმ სახელმწიფო მომსახურებას, იზიარებს თუ არ იზიარებს ამა თუ იმ საბიუჯეტო პრიორიტეტს, ვერ აცნობიერებს, თუ რა ფინანსური ტვირთი ეკისრება ამ მომსახურების მიღებისთვის მას უშუალოდ. გადაცემა "საქმის" სტუმარია ნინო ევგენიძე, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის დირექტორი.

 

 

სახელმწიფოს ფასი

აჭარის ტელევიზია, 30 სექტემბერი, 2013

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი - ნინო ევგენიძე და პროგრამის მენეჯერი - ირინა გურული აჭარის ტელევიზიაში საუბრობენ „სახელმწიფოს ფასზე“.

 

 

რა გვიჯდება მთავრობა?

21 სექტემბერი, 2013

გაეროს ექსპერტთა გათვლით, დღენაკლულ ბავშვებთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარება სახელმწიფოს წელიწადში 25 მლნი ლარი დაუჯდება, რაც ერთ სულ მოსახლეზე გადათვლით - მხოლოდ 7 ლარია, თავად ხელისუფლება კი ერთ სულ მოსახლეს 300-ჯერ უფრო ძვირი უჯდება - წელიწადში 2134 ლარი - აჩვენებს არასამთავრობო ორგანიზაცია -ეკონომიკური კვლევის ცენტრის გათვლები. კვლევის თანახმად, პარლამენტი 1 კაცს 128 ლარი უჯდება - უფრო ძვირი, ვიდრე შეარაღებული ძალების შენახვა. ჯამში სამთავრობო ხარჯებს საშუალო ხელფასის 40% მიაქვს - რასაც ინტერნეტ-კალკულატორი აჩვენებს. მისი გამოყენებით თქვენი პირადი სამთავრობო ხარჯიც შეგიძლიათ დათვალოთ - მისამართზე - priceofthestate.ge